ფეხბურთი

23:35 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "კვერნაძის გამოსვლით გუნდს სიცოცხლე დაუბრუნდა"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ „პიზასთან“ იტალიის თასზე გამარჯვების (1:0) შემდეგ გიორგი კვერნაძის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი თამაშში კარგად ჩაერთო და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

„კვერნაძე ბურთის დაბრუნებაში მონაწილეობდა და კარგი იდეები ჰქონდა. მისი, ბრეშანინისა გარიტანოს გამოსვლით გუნდმა „სიცოცხლე“ დაიბრუნა, რადგან დაღლილები ვიყავით, ყველა მათგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.

„ფროზინონეს“ მომდევნო მატჩი 19 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში შინ „ნაპოლისთან“ ელოდება, ხოლო იტალიის თასის 1/16 ფინალში „ტორინოს“ ან „ფერალპიზალოს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

0.111012