„ბრაიტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ დაადასტურა, რომ მოისეს კაისედო კლუბს ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, დიდ გუნდებს შეუძლიათ ფეხბურთელების ყიდვა, მაგრამ ვერ იყიდიან იმ სულს, რომელიც „ბრაიტონს“ აქვს.
„კაისედო უკვე დამავიწყდა. დიდ კლუბებს შეუძლიათ ფეხბურთელების ყიდვა, მაგრამ ვერ იყიდიან ჩვენს სულსა და სულისკვეთებას. რა თქმა უნდა, მსურს ახალი ფეხბურთელები, მაგრამ ისეთები, რომლებსაც აქ მოსვლა უნდათ. ჩვენ „ბრაიტონი“ ვართ, გასულ სეზონში დიდ მიზანს მივაღწიეთ, „ლივერპულის“ მსგავსი შედეგი და „ჩელსიზე“ უკეთესი ვაჩვენეთ. მინდა, ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც აქ თამაშით იამაყებენ“, - თქვა დე ძერბიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბრაიტონი“ „ლიერპულს“ მოურიგდა კაისედოს ტრანსფერზე, მაგრამ ეკვადორელი უარს ამბობს და მხოლოდ „ჩელსიში“ გადასვლა სურს, რომელთანაც პირადი შეთანხმება მიღწეული აქვს.