ფეხბურთი

18:59 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 8 სექტემბერს გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს, თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი: 10, 20, 30, 50 ლარი.

0.116679