ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ხელფასის მომატებას ითხოვს. Il Mattino-ს ცნობით, ქართველ შემტევს სურს, რომ შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს შეეფერება.
კვარას ხელფასი ამჟამად 1.2 მილიონი ევროა, რაც „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ზემოხსენებული წყაროს თანახმად, კვარამ კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ დაახლოებით 4.5 მილიონი ევრო მოითხოვა.
ამ ინფორმაციაზე სხვა გამოცემები არაფერს წერენ. მანამდე ცნობილი იყო, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას ხელფასის გაორმაგებას სთავაზობდა, 2.5 მილიონ ევრომდე, მაგრამ ცხადია, არც ეს არ არის, მაღალი ანაზღაურება, მით უფრო იმის ფონზე, რომ ნეაპოლელები ვიქტორ ოსიმენს დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. ასევე, სამჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად, უეფამ კი, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარა. მან 2022-2023 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტი მიითვალა.