ფეხბურთი

1:43 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონში" საზონოვის ტრანსფერი დააპაუზეს

ფრანგული „ლიონი“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის, საბა საზონოვის შეძენით ისევ დაინტერესებულია, მაგრამ ტრანსფერზე მუშაობა ამ ეტაპზე დაპაუზებულია.

როგორც L’Equipe-ს ჟურნალისტი უგო გილემე იტყობინება, „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბს მხოლოდ 9 მილიონი ევრო აქვს დარჩენილი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისთვის. პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს - ფრანგები საზონოვის შეძენას 3 მილიონ ევროდ და მერე ბელგიურ „მოლენბეკში“ განათხოვრებას აპირებენ, მაგრამ ჯერ მოცდა გადაწყვიტეს, რადგან შესაძლოა, დარჩენილი 9 მილიონი სხვა ტრანსფერ(ებ)ისთვის დასჭირდეთ.

შეგახსენებთ, საბა საზონოვს „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფეხბურთელი თანახმაა „ლიონში“ გადასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის უმაღლესი ლიგის გუნდში განათხოვრებას უპირებენ.

0.115599