ფეხბურთი

11:02 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" იტალიელი მეკარე დაიმატა

მილანის „ინტერმა“ გენუის „სამპდორიადან“ მეკარე, ემილ აუდერო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინდონეზიური წარმოშობის იტალიელი „ნერაძურის“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. აუდერომ „ინტერში“ სამირ ჰანდანოვიჩი შეცვალა, შესაბამისად, კიდევ ერთი ახალწვეულის, იან ზომერის დუბლიორი უნდა იყოს.

26 წლის მეკარემ კარიერა „იუვენტუსში“ დაიწყო, რომლის მთავარ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. შემდეგ იჯარით „ვენეციაში“ ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან „სამპდორიას“ კარს იცავდა, სადაც 169 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.104491