ფეხბურთი

22:10 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ოსიმენის მომავალზე მუშაობას აგრძელებს

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ცნობილია, ნიგერიელის აგენტი რობერტო კალენდა ისევ ნეაპოლშია, სადაც აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრებს მართავს.

ოსიმენით „ალ-ჰილალი“ იჩენს სერიოზულ ინტერესს, რომელიც ფეხბურთელს სეზონში 40 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ოსიმენისთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ არაბებს „ნაპოლისთვის“ მათ მიერ მოთხოვნილი 200 მილიონი ევრო არ შეუთავაზებიათ. გარდა ეკონომიკური ასპექტისა, ოსიმენის ოცნებაა, რომ პრემიერლიგაში ითამაშოს, ამიტომაც, საუდის არაბეთში ახლა გადაბარგება მის გეგმებში სპორტული თვალსაზრისით ნაკლებად მომგებიანი იქნება.

ნეაპოლელები აგრძელებენ ოსიმენის აგენტთან მოლაპარაკებებს, რათა კონტრაქტი, რომელიც 2025 წელს იწურება, ორი წლით განაახლონ. დე ლაურენტისი მზადაა, მის მიერ შეთავაზებული ხელფასი (7 მილიონი ევრო სეზონში), გააუმჯობესოს და აფრიკელს 10 მილიონიც კი შესთავაზოს, რაც „ნაპოლისთვის“ უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში „ნაპოლის“ გამორჩეული ფიგურა იყო ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად. ნიგერიელმა ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა, მათ შორის, 26 სერია A-ში, სადაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.130983