„ფროზინონე“ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 11 აგვისტოს ჩაატარებს, გუნდი კი სეზონის წინ დაინომრა.
შედეგად, გაირკვა, რომ გიორგი კვერნაძე იტალიურ კლუბში მე-17 ნომრით ითამაშებს. ქართველმა ტესტ მატჩებზე 20 და 23-ნომრიანი მაისურებით ითამაშა, თუმცა, ეს საბოლოო არჩევანი არ იყო. ის 17 ნომერი იქნება.
„ფროზინონე“ ხვალ იტალიის თასის პირველ ეტაპზე „პიზას“ დაუპირისპირდება, რითაც სეზონს გახსნის, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.