ფეხბურთი

14:54 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ჰილალი“ მზად არის ნეიმარის შესაძენად 200 მილიონი დახარჯოს

პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი, საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის” სატრანსფერო სამიზნეა - წერს Relevo.

წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა ბრაზილიელის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ თანხაში შედის ფეხბურთელის ხელფასი სამი წლის განმავლობაში. პსჟ მზადაა ნეიმარი გაუშვას „ალ-ჰილალში,“ რადგან არ სურს კონკურენტების გაძლიერება ევროპაში.

ნეიმარის პრიორიტეტი კი ამერიკულ MLS-ის კლუბში გადასვლაა.

ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ მან პარიზულ კლუბში 173 მატჩი ჩაატარა, 118 ბურთი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგებთან 2025 წლის ივნისამდეა გათვლილი.

0.113027