საქართველოს 17 წლამდელ გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა სლოვენიის წინააღმდეგ და 30:14 დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დიანა არაბიძე დასახელდა.
სტატისტიკა:
ქაჯაია 6 (გოლი), არაბიძე 4, ძამუნაშვილი 3, გობეჯიშვილი 1, ლაფერაძე, ოდიკაძე, რურუა, ჭინჭარაული, მუშკუდიანი, კახნიაშვილი, ჯანდიერი, დოღაძე, კოვზირიძე
შეგახსენებთ, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ასპარეზობს სლოვენიასთან, ლიეტუვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და აზერბაიჯანთან ერთად.
დღეს, 10 აგვისტოს, 13 საათსა და 30 წუთზე ჩვენი გოგონები ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს შეხვდებიან.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია