ფეხბურთი

11:50 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ „იუვენტუსიდან“ წასვლა დაადასტურა

„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, კლუბის გულშემატკივრებს მიმართა. 36 წლის იტალიელი დიდი ალბათობით ტურინულ კლუბს დატოვებს, რადგან სამწვრთნელო შტაბი მომავალ სეზონში მასზე გათვლას აღარ აპირებს.

„აქ ბევრი ვისწავლე, ვიბრძოლე და ბევრი ვიოცნებე. იმაზე მეტი ვიდრე მეგონა. დღევანდელი რეალობა იმ ადგილას, რომელსაც მე ჯერ კიდევ სახლად აღვიქვამ, ისევ მაგრძნობინებს თუ რაოდენი სიყვარული შეიძლება აკავშირებდეს ადამიანს ამ სიტუაციასთან. მადლობა „იუვენტუსის’ ყველა გულშემატკივარს პირველი დღიდან დღემდე!” - დაწერა ბონუჩიმ სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის მომსახურებით „ინტერი," „ლაციო", ასევე „აიაქსი" დაინტერესდნენ.

გასულ სეზონში ბონუჩიმ ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114054