ძიუდო

21:27 | 9.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარაძიუდოისტთა სამი მედალი ევროპის პარაჩემპიონატის მეორე დღეს

როტერდამში მიმდინარე ევროპის პარა ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებმა სამი მედლით აღნიშნა.

რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ) ოქროს მედალი, ინა ქალდანმა (-70 კგ) ვერცხლის, ხოლო ლაშა ყიზილაშვილმა (-90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრების ანგარიშზე როტერდამის ევროპის პარა ჩემპიონატზე ჯამში ექვსი მედალია. ხვალ ტატამიზე პარა ძიუდოში გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

0.112336