ნიდერლანდელი თავდამსხმელი ვოუთ ვეგორსტი გერმანიაში დაბრუნდა, სადაც „ჰოფენჰაიმის“ ღირსებას დაიცავს.
31 წლის ფეხბურთელმა 10-ნომრიანი მაისური მოირგო და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვოუთმა გასული სეზონის მეორე ნახევარი „მანჩესტერში“ გაატარა, სადაც 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ვეგორსტს თავის დროზე „ემენში“, „ჰერაკლესში“, „ალკმაარში“, „ვოლფსბურგში“, „ბარნლისა“ და „ბეშიქთაში“ უთამაშია, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.