ფეხბურთი

0:36 | 9.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: კიტეიშვილის "შტურმი" პსვ-სთან დამარცხდა, "კლაკსვიკი" პლეი-ოფსაც მიუახლოვდა

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ოთარ კიტეიშვილის და დავით ხოჭოლავას გუნდებმაც ითამაშეს.

გრაცის „შტურმი“ სტუმრად პსვ ეინდჰოვენს დაუპირისპირდა და 1:4 წააგო, რის შედეგადაც პლეი-ოფში გასვლის შანსი არცთუ დიდი აქვს. კიტეიშვილი მოედანზე 70-ე წუთამდე იყო.

„კოპენჰაგენმა“ შინ პრაღის „სპარტას“ ვერ მოუგო და ნულოვან ფრეს დასჯერდა, ხოლო ხოჭოლავა ტრავმირებულია, შესაბამისად არ უთამაშია.

ისევ მოიგო ფარერების ჩემპიონმა „კლაკსვიკმა“, რომელმაც ნორვეგიის ჩემპიონ „მიოლდეს“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე მოიგო. „კლაკსვიკი“ აგებდა, მაგრამ არნი ფრედერიკსბერგმა დუბლი შეასრულა და - 2:1. ას ერომ, ფარერების ჩემპიონი უპირატესობას საპასუხო მატჩში თუ შეინარჩუნებს, პლეი-ოფში გავა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

„რაკუვი“ – „არისი“ 2:1

„კოპენჰაგენი“ – „სპარტა“ 0:0

პსვ ეინდჰოვენი - „შტურმი“ 4:1

„ბრაგა“ – „ბაჩკა ტოპოლა“ 3:0

„ოლიმპია“ – „გალათასარაი“ 0:3

0.133307