ძიუდო

20:10 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარაძიუდოისტების ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი ევროპის პარალიმპურ თამაშებზე

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სტარტი აიღო ევროპის პარალიმპურმა თამაშებმა, რომელიც პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარაძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს.

გიორგი ქალდანი ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ზურაბ ზურაბიანმა და ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველო პარალიმპურ ევროპულ თამაშებზე 27 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, მთლიანობაში ოთხ სახეობაში, რომელთა შორისაა პარაძიუდო, პარასროლა, პარამშვილდოსნობა და პარატაეკვანდო.

0.114266