ლონდონის „ტოტენჰემმა“ გერმანული „ვოლფსბურგიდან“ მიკი ვან დე ვენი გადაიბირა. 22 წლის ნიდერლანდელი მცველის ტრანსფერი „დეზებს“ 40 მილიონი ევრო დაუჯდათ.
სხვათა შორის, ვან დე ვენმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოში ითამაშა, სადაც ნიდერლანდელთა კაპიტანი იყო. მან „ტოტენჰემთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 37-ნომრიანი მაისური მოირგო.
ვან დე ვენმა კარიერა „ვოლენდამში“ დაიწყო, 2022 წლიდან კი „ვოლფსბურგის“ წევრი იყო, სადაც 41 მატჩში 1 გოლი გაიტანა.