ფეხბურთი

17:30 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენმა ისევ ტრავმა მიიღო, "ნაპოლის" მეორე ფეხბურთელიც გამოაკლდა

„ნაპოლის“ ფეხბურთელები ვიქტორ ოსიმენი და ამირ რაჰმანი დაშავდნენ. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

ორივემ დაზიანება დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო. ოსიმენს, რომელიც ახალი გამოჯანმრთელებული იყო, კოჭის დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა უახლოეს დღეებში უფრო დეტალურად შეფასდება.

იტალიური მედია წერს, რომ უფრო სერიოზულია ამირ რაჰმანის ტრავმა, რომელსაც სეზონის სტარტი დიდი ალბათობით გაუცდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პრესეზონზე ნეაპოლელთა რიგებში ტრავმიანობა ხშირია.

აქვე გეტყვით, რომ გამოჯანმრთელდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და სეზონის სტარტისთვის მზადება განაახლა.

0.1132