ფეხბურთი

11:48 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება არ სურს

პსჟ-ის შემტევი ნახევარმცველი, ნეიმარი, აგრძელებს „ბარსელონასთვის“ საკუთარი თავის შეთავაზებას - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჟერარ რომერო.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი მზადაა კატალონიურ კლუბში დაბრუნებისთვის ხელფასიც შეიმციროს. კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა და საბჭოს ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას. თუმცა მთავარი მწვრთნელი, ჩავი გუნდში ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგია.

ჩავის აშკარად ესმის, რომ ბრაზილიელი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ახლა „ბარსას“ სჭირდება და მისი დრო კლუბში უკვე გავიდა. ხელმძღვანელობა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერს მარკეტინგული თვალსაზრისით კარგ იდეად მიიჩნევს, თუმცა სპორტული კუთხით ტრანსფერის შესახებ ეჭვები არსებობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა მიიღო შეთავაზება საუდის არაბეთიდან წელიწადში 300-დან 400 მილიონ ევრომდე ხელფასით.

0.113619