ფეხბურთი

10:07 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი ახალ სამსაჯო რეკომენდაციებს აკრიტიკებს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ახალ სამსაჯო რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მატჩს გაცილებით მეტი დრო ემატება, ვიდრე უწინ.

„ვარაუდი, რომ ახლა თითოეულ მატჩში ლამის 15 წუთს ზედმეტს ვითამაშებთ, თავისთავად მეტყველებს უმართებულო სიახლეზე. ჩვენ ვესაუბრეთ „არსენალის“ ფეხბურთელებს და მსაჯებსაც. მათ ეს არ სურთ, მაგრამ ეს არის ახალი წესები.

ასეთი მატჩის შემდეგ, სადაც პირველ ტაიმშიც კი სამი წუთი დაამატეს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება უფრო დაბალი დონის გუნდთან შეხვედრაში, რომელიც დროის გაწელვაზე ითამაშებს. ამჯერად სუფთა დროს 12-13 წუთი ემატება. მაგრამ უკვე წარმომიდგენია მატჩები 20-25 წუთიანი კომპენსირებული დროით.

ვფიქრობ, თუ ოთხშაბათს საბერძნეთში გასამართ უეფას სუპერთასის „სევილიასთან“ მატჩს 15-20 წუთი დაემატება, ხოლო შაბათს „ნიუკასლთან“ გვიწევს თამაში, ეს ორი დამატებითი ტაიმის ტოლფასი იქნება. სისულელეა“, - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს Daily Mail.

ინგლისის სუპერთასის მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „არსენალთან“ დამარცხდა (1:1, 1:4 - პენალტებით). ლონდონელებმა გოლი მატჩის მე-11 დამატებულ წუთზე გაიტანეს.

0.123786