„ნაპოლიმ“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პირველი ფეხბურთელი დაიმატა, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადასული კიმ მინ-ჯე უნდა შეცვალოს.
იტალიის ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ბრაზილიელ მცველს, ნატანს, რომელიც ბრაზილიური „რედ ბულ ბრაგანტინოდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინეს.
22 წლის ნატანმა კარიერა „ფლამენგოში“ დაიწყო, ბოლო სამი სეზონი კი, „რედ ბულ ბრაგანტინოში“ გაატარა, სადაც 103 მატჩში 3 გოლი გაიტანა.