ფეხბურთი

16:30 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში ცნობილია ვის შეხვდება გორის "დილა"

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა წინსწრებით გაიმართა, შესაბამისად, ცნობილია კლუბები, რომელსაც შეიძლება გორის „დილა“ შეხვდეს, თუ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი ნიქოზიის „აპოელთან“ ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ბელგიური „გენტისა“ და პოლონური „პოგონის“ წყვილში უმჯობესს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ქართული გუნდი შინ გამართავს, საპასუხოს - სტუმრად (ცხადია, „აპოელის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში).

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩები 24 და 31 აგვისტოს გაიმართება, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კი 10-17 აგვისტოს.

0.151789