ფეხბურთი

1:13 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "თამაშში 7 გოლი რომ გავიდეს, შეიძლება დილამდე გვათამაშონ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინგლისის სუპერთასზე „არსენალთან“ შეხვედრაში მსაჯმა მატჩს ზედმეტად ბევრი წუთი დაამატა.

„მქონდა განცდა, რომ 8 წუთის დამატება საჭირო არ იყო. კითხვაა დასასმელი ყველა შესაბამისი ადამიანისთვის, რადგან ისინი არ უსმენენ მწვრთნელებს, ფეხბურთელებს. ახლა ყველა მატჩი 100 წუთი გაგრძელდება. დღეს არაფერი მომხდარა და 8 წუთი დაამატეს, წარმოიდგინეთ, მატჩი 4:3 რომ დასრულდეს, შეიძლება მეორე დილის 9 საათამდე გვათამაშონ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე გაუშვა, რითაც ანგარიში გათანაბრდა, შემდეგ კი პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.

0.116762