ინგლისის სუპერთასი ლონდონის „არსენალმა“ მოიგო. მიკელ არტეტას გუნდმა „მანჩესტერ სიტის“ დამარცხება მოახერხა.
არადა, პეპ გვარდიოლას გუნდი ძალიან ახლოს იყო სეზონის პირველ ტიტულთან, რადგან 77-ე წუთზე პალმერის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე ლეანდრო ტროსარმა გაათანაბრდა და პენალტების სერია დაინიშნა.
იქ უკვე ლონდონელებმა ივარგეს 4:1 იმარჯვეს და სუპერთასი ისტორიაში მე-17-ედ მოიპოვა.