ძიუდო

21:19 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გელა ზაალიშვილის და ილია სულამანიძის ბრინჯაოს მედლები ბუდაპეშტის მასტერსზე

ბუდაპეშტის მასტერსზე საქართველოს ბოლო ორი მედალი ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმა მოუტანეს, რომლებიც ბრინჯაოებს დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მოიპოვა ილია სულამანიძემ, რომელმაც ნახევარფინალამდე იაპონელი აარონ ვოლფი და ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკთან წააგო და ბრინჯაოსთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელს უნდა შეხვედროდა. თუმცა მეტოქე არ გამოუცხადდა და ქართველსაც მედალი ერგო.

+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი გამოვიდნენ. ზაალიშვილმა სამხრეთკორეელი მინიონ კიმი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა, მაგრამ ფინელ მარტი პუუმალაინენთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც თუშიშვილთან ბრძოლა მოუწია, რომელსაც იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელი კოკორო კაგეურა იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ბუდაპეშტის მასტერსზე 6 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურმა ოქრო, ლუკა მაისურაძემ ვერცხლი, ლაშა შავდათუაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმა ბრინჯაო მოიპოვეს.

0.109833