ფეხბურთი

20:35 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლარს შტინდლი: "ზივზივაძეს, რომ გოლი ვერ გაეტანა, ჩემს პასს ვერავინ შეამჩნევდა"

„კარლსრუეს“ ფეხბურთელმა ლარს შტინდლმა „ჰამბურგთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ბუდუ ზივზივაძის გოლზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა 95-ე წუთზე ანგარიში სწორედ გერმანელის პასით გაათანაბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი პასი არავის გაახსენდებოდა, ბუდუს გოლი რომ ვერ გაეტანა.

„საბედნიეროდ, ბურთი ისევ ჩემს ფეხთან მოვიდა, წამი მქონდა ბუდუს დასანახად. მან კარგად დაინახა მცველებში არსებული სივრცე, მიიღო ბურთი და გაიტანა. ეს რომ ვერ გაეკეთებინა, ჩემს პასს ვერავინ შეამჩნევდა“, - თქვა ლარსმა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონის მეორე მატჩში პირველი გოლი გაიტანა. „კარლსრუეს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს. კრისტიან აიხნერის გუნდი 11 აგვისტოს გერმანიის თასზე „ზაარბრიუკენს“ ესტუმრება, ხოლო 18 აგვისტოს, II ბუნდესლიგის მესამე ტურში „ვეჰენს“ გასვლაზე შეხვდება.

0.118181