თამაშგარე

17:14 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელენ როდრიგესს ხორცის დანახვა არ უნდა

არგენტინელ მოდელსა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თილისმას, ბელენ როდრიგესს ჯანსაღი ცხოვრების წესით არასოდეს უცხოვრია. ეს კი არადა, ამოდენა მოდელ ქალს სპორტდარბაზში შესვლაც კი ესიკვდილებოდა და მისი მენეჯერ-კეთილისმსურველები ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირიდან ხორცს ვერ აგდებინებდნენ.

გამოხდა ხანი, შეიცვალა ბევრი რამ. ქალბატონ ბელენს წლებმა თავისი ხელი დაატყო და „რენო მასკვიჩივით“ მოაძველ-მოაყანყალა. ჰოდა, ახლა როდრიგესაანთ ქალმა განაცხადა, რომ უკვე ერთი წელია ჭეშმარიტი ვეგეტარიანელია და თუკი ადრე ხორცის დანახვაზე სიხარულით სუნთქვა ეკვროდა, ახლა უხორცობას მარტივად ეგუება.

რამდენად მდგრადია ბელენ როდრიგესის ვეგეტარიანელობა და არის თუ არა ეს თანამედროვე ტენდენციების აყოლა, ცხადია მომავალი გვიჩვენებს, თუმცა არგენტინელი მოდელის ცხოვრებაში ახლა უკვე ის ეტაპია, როდესაც ტყუილიც კი დაეჯერება და კაცმა (ქალმაც) რომ თქვას, მისი ხორცმოძულეობაც ადვილი შესაძლებელია.

0.117471