„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ასტონ ვილასთან“ მატჩის (1:2) შემდეგ განაცხადა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება. ესპანელის თქმით, გუნდის რეალობა ახლა ძალიან მძიმეა, ამიტომ მუშაობს იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჰყავს.
„რა თქმა უნდა, რეალობა ყველამ უნდა იცოდეს და ზუსტად უნდა შევაფასოთ ის სიტუაცია, რაც გვაქვს. ჩვენი რეალობა მძიმეა და ეს უნდა მივიღოთ. მიუხედავად ამისა, მიზანია, რომ 31 აგვისტოსთვის გუნდში გვეყოლება ფლანგის ახალი ფეხბურთელები და ფორვარდი. უნდა გავძლიერდეთ. ამ დროისთვის კი, ვმუშაობ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ლა ლიგის კარგად დაწყებას უნდა ვეცადოთ“, - თქვა ბარახამ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის პირველ ტურში 11 აგვისტოს, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.