ფეხბურთი

14:00 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" კიმის შემცვლელი დაიმატა

„ნაპოლიმ“ კიმ მინ-ჯეს შემცვლელი იპოვა, 22 წლის ბრაზილიელი მცველი ნატანი. ის უკვე რომშია, სადაც სამედიცინო შემოწმება გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

ნატანი ხელშეკრულებას ხელს 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერს ხელს და სეზონში 1.1 მილიონ ევროს მიიღებს. ნეაპოლელებს მისი შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ნატანმა კარიერა „ფლამენგოში“ დაიწყო, ბოლო სამი სეზონი კი, „რედ ბულ ბრაგანტინოში“ გაატარა, სადაც 103 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.113075