ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, გარი ლინეკერმა, საუდის არაბეთში ფეხბურთელების მასობრივი მიგრაციის შესახებ აზრი გამოთქვა.
„საუდის არაბეთის ლიგის კლუბები ამ ზაფხულს უზარმაზარ ფულს ხარჯავენ. მაგრამ სანამ კილიან მბაპეს ან სხვა ნამდვილ გლობალურ ვარსკვლავს არ გაიფორმებენ, მის საუკეთესო პერიოდში, ევროპის უმსხვილესი კლუბები ამას იოლად მიიღებენ.
ამჟამად ეს მხოლოდ ახალი ლიგაა, სადაც ასაკიანი მოთამაშეები მიდიან, საარსებო წყაროს საძიებლად. მაგალითად, როგორც კარიმ ბენზემა შეუერთდა „ალ-იტიჰადს.“
იგივე ეხება ამერიკის MLS-ს, ასე იყო ჩინეთთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თავად გადავედი იაპონიაში სათამაშო კარიერის ბოლოს.
არ მინდა თვალთმაქცობად ჩამითვალოთ, მაგრამ საუდის არაბეთს აქვს უაღრესად შემაშფოთებელი მაჩვენებელი ადამიანის უფლებების განხრით - შარშან მცირე დანაშაულის გამო ერთ დღეში 80 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
ადვილია იმის თქმა, „არასოდეს წავიდოდი იქ ფულის გამო“, სანამ მილიონები და მილიარდები არ ჩამოგეკიდება ცხვირწინ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დილემა ძალიან რეალური ხდება. მოთამაშეებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი ოჯახის ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მრავალი თაობისთვის.“ - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.