დღეს, 5 აგვისტოს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. მესამე წრე დაიწყო და მე-19 ტურის ორი მატჩი გაიმართა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „გაგრამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0. „გაგრაში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე „გარეჯის“ ყოფილი დამრიგებლის, გიორგი ონიანის დებიუტი შედგა.
ახლა ზღვისპირელები 18 ქულით მე-7 ადგილზე დგანან და ფლეი-აუტის ზინას ხუთი ქულით უსწრებენ. 38-ქულიანი „სამგურალი“ კი მესამე პოზიციაზეა.
ლიდერმა „ბათუმმა“ შინ, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ (ბათუმელთა ქომაგები - პირატები სტადიონზე მისვლას არ აპირებენ, მანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე არ გადაგება) ერთ-ერთი აუტსაიდერი, მეზობელი „შუქურა“ 5:0 გაანადგურა და უშუალო მდევარ „საბურთალოს“ 7 ქულით გაუსწრო. საბურთალოელები 8 აგვისტოს „ტორპედოს“ უმასპინძლებენ.
13-ქულიანი „შუქურა“ კი მერვე ადგილზეა.