ფეხბურთი

20:12 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის დებიუტი ინგლისში, "უოტფორდმა" სეზონი დიდი ანგარიშით მოგებით გახსნა

ინგლისურ „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელის ახალმა გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ჩემპიონშიფის პირველ ტურში ქპრ 4:0 გაანადგურა.

„უოტფორდმა“ პირველივე ტაიმში დაასრულა ყველაფერი, როცა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და მეორე ნახევარი ფორმალობად აქცია. გიორგი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და კომპენსირებული დროის ჩათვლით 35 წუთი ითამაშა. საკმაოდ აქტიურიც იყო, ერთხელ გოლამდე ცოტა დააკლდა. ჩაკვე ძალიან აქტიური იყო, კარგი პასები გააკეთა, კარშიც დაარტყა და კარისკენაც. მან მაღალი შეფასება დაიმსახურა სხვადასხვა სტატისტიკური გამოცემების მიერ.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა ბელგიური „გენტიდან“. ვალერიან ისმაელის გუნდი მეორე ტურში 12 აგვისტოს, „პლიმუთს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ინგლისის ლიგის თასზე 8 აგვისტოს, „სტივენეიჯს“ სტუმრად შეხვდება.

0.121614