ფეხბურთი

17:43 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

იერი მინა "ფიორენტინაში" ითამაშებს

კოლუმბიის ნაკრების მცველი იერი მინა კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

28 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი უკვე გააფორმა.

იერი მინა ბოლოს „ევერტონში“ თამაშობდა, რომლის ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და 99 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის „დეპორტივო პასტოს“, „სანტა ფეს“, „პალმეირასის“ და „ბარსელონას“ წევრი იყო. მინამ კოლუმბიის ნაკრებში 40 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მათ შორის 3 გოლი 2018 წლის მუნდიალზე მიითვალა.

0.112542