ბუდაპეშტის მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო ასპარეზობაში, სამივეს ჰქონდა ფინალში გასვლის შანსი, მაგრამ მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ 73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ერთმანეთს შეხვდებიან.
81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი, ემირატების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ გილერმე შმიდტს გაეჯიბრა, მაგრამ წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელ კენია კოჰარას დაუპირისპირდება.
73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა უზბეკი ობიდხონ ნომონოვი, აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი და მოლდოველი პეტრუ პელივანი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში ტაჯიკ ბეჰრუზი ხოიაზოდას შეხვდა, რომელთანაც დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილს შეხვდება.
ამავე წონაში ლაშა შავდათუაშვილმა კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა, შემდეგ გერმანელი იგორ ვანდტკე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა, მაგრამ ლაშამ მეოთხედფინალში მუროდიონ იულდოშევთან მარცხი განიცადა. შედეგად, რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან მოიგო და როგორც უკვე ვთქვით, ბრინჯაოსთვის ბრძოლა ტერაშვილის წინააღმდეგ მოუწევს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.