ფეხბურთი

12:13 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სკამაკამ "ინტერს" "ატალანტა" ამჯობინა

ლონდონის „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა სავარაუდოდ კარიერას „ატალანტაში“ გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და ფორვარდი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება. ბერგამოელები ინგლისელებს 25 მილიონ ევროს გადაუხდიან.

აღსანიშნავია, რომ სკამაკას შეძენა „ინტერს“ სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ატალანტამ“ „ვესტ ჰემს“ უკეთესი პირობები შესთავაზა, რის გამოც 24 წლის ფეხბურთელი ბერგამოში გადავა. სკამაკამაც "ატალანტა" ამჯობინა, რადგან უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება.

ჯანლუკა სკამაკას „სასუოლოში“, „კრემონეზეში“, „ცვოლეში“, „ასკოლისა“ და „ჯენოაში“ აქვს ნათამაშები, ხოლო „ვესტ ჰემში“ გასულ სეზონში 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

0.118027