„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გამოაკლდა - ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისაც ტრავმირებულია.
თუმცა, ქართველისა და ნიგერიელისგან განსხვავებით, ცნობილია, რომ კამერუნელი ნახევარმცველი დაახლოებით 3 კვირა იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგისა „ფროზინონესთან“ ალბათ ვერ ითამაშებს და შეიძლება მეორე ტურიც გამოტოვოს.
შეგახსენებთ, ზამბო ანგისა გასულ სეზონში „ნაპოლის“ ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურა იყო. ნეაპოლური კლუბი 6 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.