ფეხბურთი

21:32 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" "ბაიერნს" იან ზომერის ტრანსფერზე შეუთანხმდა

მილანის „ინტერმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ იან ზომერის ტრანსფერზე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწია.

34 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელები გერმანელებს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან. ზომერი ორშაბათს მილანში იქნება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

„ინტერში“ ზომერმა ანდრე ონანა და სამირ ჰანდანოვიჩი უნდა შეცალოს, რომლებმაც კლუბი დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ზომერს „ბაიერნში“, რადგან ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი მამარდაშვილი სახელდებოდა. ახლა "რეკორდმაისტერი" ვალდებულია მეკარე შეიძინოს, ფავორიტებად კი იასინ ბონო და ქართველი კარის დარაჯი სახელდებიან.

იან ზომერმა კარიერა „ბაზელში“ დაიწყო, სადაც 2014 წლამდე ითამაშა. იჯარით ამ პერიოდში მცირე ხნით „ვადუცსა“ და „გრასჰოპერსში“ ირჯებოდა, ხოლო 2014 წლიდან „გლადბახის“ კარს იცავდა. „ბაიერნს“ შვეიცარიელი მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, სადაც 25 თამაში ჩაატარა. შვეიცარიის ნაკრებში ზომერის ანგარიშზე 83 თამაშია.

0.125653