გურამ გიორბელიძე „დინამო ბათუმში“ აღარ ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან საიჯარო კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა.
ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ დიდი ალბათობით, 27 წლის მცველი კარიერას სერბულ „ვოივოდინაში“ გააგრძელებს.
გიორბელიძემ „დინამო ბათუმში“ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 16 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „ზაგლებიეს“, დრეზდენის „დინამოს“, „ვოლფსბერგერის“, „დილას“ და „სიონის“ ღირსებას იცავდა.
გიორბელიძე 2021 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის შემადგენლობაში დღემდე 11 შეხვედრა ჩაატარა.