ფეხბურთი

20:50 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ამერიკელი ნახევარმცველი დაიმატა

"ვალენსიას" და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველი იუნუს მუსა კარიერას "მილანში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

20 წლის ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ "ვალენსიამ" 20 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ამერიკელმა 80-ნომრიანი მაისური მოირგო. მისი ხელფასი იტალიურ კლუბში სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება.

პროფესიულ დონეზე მუსას „ვალენსიას“ გარდა, სხვაგან არ უთამაშია. ესპანურ გუნდში მის აქტივში 108 თამაში და 5 გოლია.

0.129754