საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნივერსიადის ნახევარფინალში გასვლა შეძლო, რომლის მეოთხედფინალში გერმანია დაამარცხა.
შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც ქართველი წყალბურთელები მეტოქეზე უკეთესები აღმოჩნდნენ - 4:3.
საქართველოს ნაკრებიდან 4-4 გოლი იმნაიშვილმა და ტყეშელაშვილმა გაიტანეს, 2-2 ბითაძე, ახვლედიანმა და შუშანაშვილმა, ხოლო თითო ბურთი ტყეშელაშვილისა და მესხის აქტივშია.
საქართველო ნახევარფინალში 6 აგვისტოს იტალიას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გუნდი ძირითადად ეროვნული ნაკრების წყალბურთელებითაა დაკომპლექტებული.