გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გორის ნაცვლად, თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.
ამის მიზეზი ისაა, რომ „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონი მეორე კატეგორიისა და უეფას მოთხოვნებს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ვეღარ აკმაყოფილებს:
"იქიდან გამომდინარე, რომ „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონი გახლავთ მეორე კატეგორიის, უეფას მოთხოვნების შესაბამისად მე-3 და შემდგომი ეტაპების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე „აპოელთან" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს „დინამო არენაზე“ ჩავატარებთ“, - აღნიშნულია „დილას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ კვიპროსულ გუნდს 10 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ სტუმრად დაუპირისპირდება.