„იუვენტუსი“ ხარჯების შემცირებას აპირებს. გარდა ამისა, მათ მეკარის შეძენა სურთ, რომელსაც უფრო მეტი პერსპექტივა ექნება, ვიდრე 33 წლის ვოიცეხ შჩესნის. „იუვენტუსი“ ჯიჯი დონარუმას პსჟ-დან გადაბირებაზე ოცნებობს - წერს La Gazzetta dello Sport.
ახლა შჩესნი წელიწადში 6,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი შემცვლელი მატია პერინი - 1,5 მილიონს. ორივე ფეხბურთელს სურს ტურინში დარჩენა, მაგრამ „იუვენტუსი“ მზადაა მათ დაშორდეს. ეს განსაკუთრებით პოლონელს ეხება, რომლის ხელფასიც ძალიან მაღალია.
პერინმა უკვე თქვა უარი „ფენერბაჰჩეზე,“ მაგრამ მისით სერია A-ს რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. შჩესნის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.
დონარუმა მზადაა ამ ზაფხულს პსჟ დატოვოს, იჯარაზეც კი თანახმაა. ცოტა ხნის წინათ „იუვენტუსმა“ 24 წლის მეკარის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
ჯიჯი სიამოვნებით დაბრუნდებოდა სერია A-ში. ის მზადაა შეუერთდეს „იუვენტუსს“ და თანახმაა დაელოდოს სანამ კლუბი მისი ტრანსფერისთვის მოემზადება. ამისთვის „ იუვემ“ შესაბამისი შეთავაზება უნდა მიიღოს პოლონელი მეკარის თაობაზე.
დონარუმა მილანში 2015 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა, შემდეგ პსჟ-ში უფასო ტრანსფერით გადავიდა.