ფეხბურთი

17:00 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სირიგუ: "კვარაცხელია მონსტრია, ვარჯიშებზე საოცრებებს აკეთებდა"

ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ სალვატორე სირიგუმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სირიგუ „ნაპოლიში“ გასული სეზონის პირველ ნახევარში თამაშობდა და ქართველ ფეხბურთელსაც იცნობს. მისი თქმით, ხვიჩა მონსტრია.

„ნაპოლიში“ მშვენიერი დრო გავატარე, დიდი პატივი იყო იქ თამაში და ბიჭებს ვულოცავ ჩემპიონობას. თუმცა, ვფიქრობდი, რომ ფლორენციაში შანსი მომეცემოდა, მოტივაცია მქონდა.

„ნაპოლი“ კიმის გარეშეც ფავორიტია სკუდეტოსთვის ბრძოლაში. მყარ საფუძველზე გაგრძელება უფრო ადვილია, „მილანისთვის“, „იუვესთვის“ და „ინტერისთვის“ ადვილი არ არის ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ „მილანი“ სატრანსფერო ბაზარზე კარგად მუშაობს. მე ვიცნობ კვარას: ვნახე ვარჯიშებზე ორი-სამი წარმოუდგენელი რამ გააკეთა, მეტი, ვიდრე თამაშში აკეთებს, ის მონსტრია“, - თქვა სირიგუმ.

შეგახსენებთ, რომ სალვატორე სირიგუმ „ნაპოლიში“ მხოლოდ 6 თვე გაატარა, იანვარში კი გუნდი დატოვა და „ფიორენტინაში“ გადავიდა.

0.112772