"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა არაბული კლუბების მხრიდან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, ფიფამ და უეფამ რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ, რადგან არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 3 კვირით გვიან იხურება, ვიდრე ევროპაში, რაც პრობლემაა.
"რა თქმა უნდა, ამ მომენტში ჩვენზე სატრანსფერო ფანჯარა მოქმედებს, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ევროპასთან შედარებით საუდის არაბეთში ფანჯარა სამი კვირით დიდხანს იქნება გახსნილი, რა თქმა უნდა, ეს არ გვეხმარება. უეფამ და ფიფამ რაღაც გამოსავალი უნდა იპოვოს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ახლა რთულია იმის თქმა, რა იქნება მომავალში. დანამდვილებით იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე გავლენას ახდენს", - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში სათამაშოდ არაერთი ფეხბურთელი წავიდა, განსაკუთრებით ბევრი კი სწორედ ინგლისის პრემიერლიგიდან.