ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გურამ ვეკუამ (102 კგ.) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 151 / 156 / 159 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა გაიფორმა!
გურამ ვეკუამ აკვრაში თავი 189 / 193 / 200 კილოგრამს გაართვა და კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 359 კილოგრამითაც.