საუდური „ალ იტიჰადის“ ახალწვეულმა, ფაბინიომ, თავის ყოფილ კლუბ „ლივერპულს,“ რომლის შემადგენლობაში ხუთი სეზონი გაატარა, გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა.
„დღეს ვტოვებ ჩემს სახლს. ხუთი წელი ვიცვამდი ამ ფორმას უდიდესი პატივითა და ბედნიერებით. „ლივერპულში“ პირველივე დღიდან ძალიან თბილად მიმიღეს. თავს ოჯახის წევრად ვგრძნობდი. ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიზარდე როგორც ფეხბურთელი, ასევე როგორც ადამიანი, ოცნებები ავიხდინე...
ამ ფორმით მოვიგე ყველა ტიტული, რაზეც ფეხბურთელი ოდესმე იოცნებებდა. პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი... „ლივერპულის“ წყალობით, კარიერის პიკს მივაღწიე და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე. „ლივერპულის“ წყალობით ოცნება ავიხდინე - მოედანზე ხელშიაყვანილ შვილთან ერთად გავედი. „ლივერპულის“ წყალობით ვითამაშე მსოფლიოს საუკეთესო სტადიონზე, მსოფლიოში საუკეთესო ატმოსფეროთი. „ლივერპულის" წყალობით ვითამაშე ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, „ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში. ეს მომენტი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.
მომწონს, თუ როგორ უჭერენ მხარს გულშემატკივრები კლუბს. ეს ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემს თავს უყოყმანოდ შემიძლია ვუთხრა: „არასოდეს იქნები მარტო", განსაკუთრებით იმ მატჩის შემდეგ, რომელიც გადამწყვეტი მომენტი იყო ჩემს კარიერაში „ლივერპულში.“
ამას სიხარულით სავსე გულით ვამბობ: მიყვარს ეს კლუბი. მადლობა „წითლებს“ ყველაფრისთვის, მარტო ვერასოდეს ივლი.“ - წერს ფაბინიო ტვიტერზე.