ფეხბურთი

11:49 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა სკამაკა „ინტერში“

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, ჯანლუკა სკამაკამ და მილანის „ინტერმა“კონტრაქტის პირობები შეათანხმეს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ერთი სეზონში სკამაკა გასამრჯელოდ 3,2 მილიონ ევროს მიიღებს.

24 წლის იტალიელმა „ვესტ ჰემის“ მაისურით 2022/2023 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

კარიერის საუკეთესო სეზონში ჯანლუკამ „სასუოლოს“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

0.114342