ფეხბურთი

0:36 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფაბინიო "ალ-იტიჰადის" ფეხბურთელია

„ლივერპულიდან“ საუდის არაბეთში - ფაბინიომ „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აზიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მოგეხსენებათ, „ალ-იტიჰადმა“ მანამდე კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტეც დაიმატა.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კარიერა „ფლუმინენსეში“ დაიწყო, შემდეგ იყო მადრიდის „რეალსა“ და „მონაკოში“, ხოლო 2018 წლიდან „ლივერპულში“ 219 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

0.114812