ფეხბურთი

13:50 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული მედია: კვარაცხელია "არსენალის" სამიზნეშია

საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად ლონდონის „არსენალს“ დაუკავშირეს.

ამის შესახებ Footballtransfers.com-ი წერს. წყაროს თანახმად, ლონდონელები ეცდებიან, რომ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოსთან კარგი ურთიერთობა გამოიყენონ ტრანსფერის გასაჩარხად, რომლის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

მელუზო „სპეციაში“ მუშაობდა, რა დროსაც მან ხელი შეუწყო „არსენალს“ იაკუბ კივიორის ტრანსფერზე მოლაპარაკებებში. ლონდონელები იმედოვნებენ, რომ მელუზოსთან გარიგებას ამჯერადაც შეძლებენ. თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტორისა, ხვიჩას „ნაპოლიდან“ წასვლის შანსი პრაქტიკულად მიზერულია, უფრო მეტიც, მხარეები კონტრაქტის განახლებაზე არიან შეთანხმებული.

ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „არსენალის“ მცდელობა მიმდინარე ზაფხულს უშედეგო აღმოჩნდება და კვარაცხელია ისევ „ნაპოლის“ რიგებში ითამაშებს.

0.116039