ალჟირელი აწუკვე ვეტერანი და ალჟირში მიბრუნებული ნახევარმცველი რაიად მაჰრეზი ბოლო დროს ბულვარული მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება და ეს ბუნებრივიც იქნებოდა რომ არა მისი ცოლი, რიტა მაჰრეზი, რომელიც ალჟირში ცხოვრებას ვერ ეგუება და როდესაც კი დროს ნახავს, ისეთ ქალაქში გარბის, სადაც დისკოთეკა, განიერი შალახო და ჩქარი ტაშია.
ჯერ კიდევ ინგლისში ცხოვრების დროს, რაიადის ცოლმა გამოამჟღავნა უზესთაესი სწრაფვა ბრჭყვიალა გასართობი ადგილებისადმი და მაშინ, როდესაც მაჰრეზი ბრიტანულ ცვრიან ბალახზე ოფლს თავპატიჟდაუდებლად ღვრიდა, ქალბატონი რიტა პაპარაცების თვალწინ მიდი-მოდიოდა, გადი-გამოდიოდა და აგიჟებდა ჩუჩატკაცუნა ბიჭ-ბუჭობას.
მაჰრეზის ალჟირში დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელს და რიტას ერთობ უცნაური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. პერიოდულად რიტა ევროპაში მიდის და აცხადებს, რომ ქმარს გაშორდა, თუმცა შემდეგ ბრიტანელი ბიჭოლა თეთრაძეების ცქერა სწყინდება და ისევ ალჟირში ქმართან ბრუნდება. როდის დასრულდება ეს ცირკი და გადი-გამოდი, კაცმა არ იცის.