კალათბურთი

1:24 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს ჰენდერსონის გადაწყვეტილება გაუკვირდა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, აღიარა, რომ გაკვირვებული დარჩა კლუბის კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის გადაწყვეტილებით, „ალ-იტიფაკში“ გადასვლის თაობაზე.

33 წლის ინგლისელმა საუდურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„რა თქმა უნდა, გამიკვირდა. რვა წელი ვიმუშავეთ ერთად. იცოდა, რომ მისი შენარჩუნება გვინდოდა, მაგრამ არ ვაპირებდით ჩარევას წასვლის გადაწყვეტილებაში. ჯორდანს მოვენატრებით და ჩვენც მოგვენატრება.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Daily Mail.

ჰენდერსონი „ლივერპულში“ 2011 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ „ალ-იტიფაკის“ მთავარი მწვრთნელი, ჰენდერსონის ყოფილი ლივერპულელი თანაგუნდელი, სტივენ ჯერარდია.

0.114186